ქეისების განხილვის ბმული ბავშვთა უფლებებზე: https://forms.office.com/r/8feHZR4wB1
შემთხვევა სკოლაში
გიო, რომელიც მე-3 კლასის მოსწავლეა ბოლო 2 კვირის
მანძილზე უხასიათოდაა, არ თამაშობს ბავშვებთან და არ სწავლობს გაკვეთილებს. მასწავლებელი
დაინტერესდა ბავშვის მდგომარეობით, ამიტომ გაკვეთილების დასრულების შემდეგ სთხოვა გიოს
დარჩენილიყო.
საუბრისას მასწავლებელმა კითხა მიზეზები, რის
გამოც იყო გიო ცუდ ხასიათზე, არ თამაშობდა და არ სწავლობდა
„მოდი მეგობრულად ვისაუბროთ, მომიყევი რა ხდება
შენს თავს“
გიო - „არაფერი მასწავლებელო“
მასწავლებელი - „მოდი მე მოგიყვები საინტერესო
რამეს - მე მალე ბებია გავხდები და მირჩიე რა ვუყიდო პატარას, როგორ მოვიქცე მასთან“
გიოს სახე გაუნათდა და პასუხობს: „ალბათ ტანსაცმელი,
ბევრი პამპერსი, ბავშვს ძალიან ბევრი უნდა მოეფეროთ“
მასწავლებელი - „შენ ასე ბევრს გეფერება დედ-მამა“?
გიო - „დედა კი, მამა არა. ის ხშირად მაბრაზებს
და ცუდად იქცევა“
მასწავლებელი - „ცუდად იქცევა რას ქვია, არ ყიდულობს
შენთვის რამეს? იქნებ უფრო კარგად მომიყვე“
გიო - „დედ-მამა ყოველ დღე ჩხუბობდა, მერე მამა
არტყამს დედას, ამის გამო მე ვტიროდი და მეშინოდა, ვიმალები ხოლმე საწოლის ქვეშ. 3
დღეა ვცხოვრობთ სხვა სახლში, მაგრამ ახლა მამა ისევ მოდის აქ და ისევ ჩხუბია ყოველ
დღე“.
მასწავლებელმა დაამშვიდა გიო, ფრთხილად, ეცადა
მისგან კიდევ მეტი ინფორმაციის მიღებას. მეორე დღეს მასწავლებელი შეეცადა დედასთან
საუბარს, მაგრამ ბავშვის დედამ 1 წუთიც კი არ დაუთმო პედაგოგს და უთხრა, რომ მასსა
და მეუღლეს შორის არსებული კონფლიქტი მათი ოჯახის საქმეა და არა საზოგადოების განსახილველი.
ბავშვის დედა ძალიან გაუბრაზდა გიოს
თქვენი აზრით, როგორ უნდა მოიქცეს მასწავლებელი? როგორ მოიქცეოდით თქვენ?
ნანიკო 1 წ. 6 თვის
ნანიკო, 9 თვის
იყო, როდესაც დედამ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრიდან გამოსვლის შემდეგ დაწერა
განცხადება ბავშვის მინდობით აღზრდის სისტემაში გადაყვანასთან დაკავშირებით, იმ მიზეზით,
რომ ვეღარ ზრუნავდა შვილზე და თუ ასე, არ მოხდებოდა სუიციდით დაასრულებდა სიცოცხლეს.
სოციალური მუშაკის მიერ დაიწო მუშაობა ბავშვისთვის შესაბამისი ოჯახის მოძიების მიმართულებით,
იმ მომენტისთვის არ აღმოჩნდა ნანიკოს ნათესაურ მინდობით აღზრდაში გადაყვანის შესაძლებლობა,
რადგან ბავშვის დეიდამ , ბებიამ უარი განაცხადეს,
იმ მიზეზით, რომ საერთოდ არ იცნობენ ბავშვს და არც აპირებენ მასზე ზრუნვას.
ნანიკო განთავსდა
მიმღებ ოჯახში, სადაც ცხოვრობდნენ მხოლოდ ცოლ-ქმარი, ბავშვი დასაწყისში მეტად ჭირვეულობდა,
ვერ იძინებდა, ღამით მწვავედ ტიროდა, არ იღიმოდა. გარკვეული
დროის გასვლის შემდეგ ნანიკოს მდგომარეობა გაუმჯობესდა, მისი და მიმღები მშობლების
ურთიერთობები გახდა პოზიტიური, შემცირდა ღამით მწვავე ტირილის შემთხვევები, ბავშვმა
დაიწყო გაღიმება, თამაში. დაახლოებით 9 თვის გასვლის შემდეგ სოციალურ მუშაკს დაუკავშირდა
ბავშვის ბიოლოგიური დედა და მოსთხოვა ბავშვთან შეხვედრა, რაზეც მიიღო თანხმობა, თუმცა
ბავშვის ბიოლოგიური დედა არ გამოჩნდა, როგორც სოციალური მუშაკმა განმარტა დედა იმყოფება
სხვა ქვეყანაში და მან ვერ მოახერხა ჩამოსვლა. ამ ამბის გასვლიდან, დაახლოებით 6 წლის შემდეგ სოციალურმა
მუშაკმა გადაწყვიტა ბავშვის ნათესაურ სხვა მიმღებ ოჯახში გადაყვანა და ამის შესახებ
აუწყა მიმღებ მშობლებს. მათ არ მოეწონათ გადაწყვეტილება და სთხოვეს სპეციალისტს ბავშვის
მათთან დატოვება, თუმცა სოციალურ მუშაკმა იმ არგუმენტით რომ ნათესაური მინდობით აღზრდა გაცილებით პრიორიტეტულია
არ მიიღო მიმღები მშობლების თხოვნა. სოციალური მუშაკი ეწვია სკოლას და ნანიკოს პედაგოგს
გამოკითხა ბავშვის მდგომარეობა. პედაგოგმა განმარტა, რომ მშობლები ზედმიწევნით იცავენ
ბავშვის უფლებებს და მაქსიმალურად ზრუნავენ მასზე. მიმღებმა მშობლებმა სასამართლოში
შეიტანეს სარჩელი აღნიშნულის გასასაჩივრებლად.
ა) საკითხები, რაზეც
გააკეთებდით აქცენტს საქმესთან მიმართებით;
ბ) კითხვები, რომელსაც
დასვამდით ფსიქოლოგის წინაშე საქმესთან მიმართებით;
გ) პროცედურები /აქტივობები,
რომელიც ფსიქოლოგმა უნდა განახორციელოს
საქმის ეფექტურად შესწავლისთვის, სასამართლოსთვის
სანდო დასკვნის მოსამზადებლად.
No comments:
Post a Comment